ბაღდათის ანსამბლმა "საირმე" გერმანიის ქალაქ ბერლინში გამართულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

ბაღდათის ანსამბლმა "საირმე" გერმანიის ქალაქ ბერლინში გამართულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა "საირმე" გერმანიის ქალაქ ბერლინში გამართულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. "მეგობრობის ხიდი"-ს სახელწოდებით ჩატარებულ ღონისძიებაში ანსამბლი "საირმე" ქართული რეპერტუარით წარდგა.

"საირმე" ასევე თავიანთი შემოქმედებით ფაშიზმზე გამარჯვების 73 წლის და "სიმენსების ვილის" 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალზე გამოვიდა.. ანსამბლმა გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ბრენდონ სტოუნის (ბექა შპეტიშვილის) პირველ გალა კონცერტში და ცნობილ საოპერო მომღერალ ქრისტინა გარდაძის საღამოში.

ანსამბლი საირმე აღნიშნულ ფესტივალებში წარმატებული მონაწილეობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდა.ბაღდათის მუნიციპალიტეტმა და მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, ბერლინის მარცან- ჰელლერსდორფის რაიონული ოფისის განათლების, კულტურის, სოციალური და მენეჯმენტის განყოფილების, სოციალური საქმის ოფისის ხელმძღვანელობისგან, ბერლინში გამართულ მარცან-ჰელლრსდორფის რიგით 21-ე სიმღერის ფესტივალში, აკაპელას ქორეოგრაფიულ ანსამბლ "საირმე"-ს წარმატებული მონაწილეობისთვის სამადლობელი წერილი მიიღო. მაისის თვეში გერმანიის ქალაქ ბერლინში "საირმე" რამდენიმე ათასიანი მაყურებლის წინაშე ქართული ფოლკლორით წარდგა და აღიარება მოიპოვა. მადლობის წერილთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტმა მომავალ წელს აღნიშნულ ფესტივალზე მიწვევა მიიღო.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

13 აგვისტო, 2018

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, წელს პირველად მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision „ -მა იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი