ზესტაფონში, მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ზესტაფონში, მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

მერის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ პროტესტს შეურთდა "პატრიოტთა ალიანსის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე.

მათი განცხადებით, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს, ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, მერს სასამართლომ დაავალა ყოფილი თანამშრომლები სამსახურში დაებრუნებინა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.

ასევე მათივე განმარტებით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე დანიშნულია ყალბი დიპლომით.

ზესტაფონის მერიაში, აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, აცხადებენ რომ აქციის მონაწილეების ბრალდებები უსაფუძვლოა.

როგორც ზესტაფონის მერის მოადგილე დათო ჩირგაძე აცხადებს, ქალაქში და ზესტაფონის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

რაც შეეხება ადმინიტრაციის სამსახურის იფროსის ეკა დუგლაძის დიპლომს, მერის მოადგილე ამბობს რომ აღნიშნულ საკითხე მოქალაქრების მხრიდან დაწერილია საჩივარი და საქმე არის ძიებაში, ჩირგაძის თქმით ამის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.

ზესტაფონი-თბილისის გზაზე სამი სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა

ზესტაფონი-თბილისის გზაზე სამი სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა

13 ივლისი, 2018

ზესტაფონი-თბილისის გზაზე სამი სატვირთო მანქანა,  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სამივე სატვირთო გადაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით სამივე შემთხვევის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა, წვიმის გამო...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი