8 ივნისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

8 ივნისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის სამ რაიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 8 ივნისს კახეთის რეგიონში 370 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა,რითაც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.

8 ივნისს დღის მეორე ნახევარში,სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 16:30 საათიდან საღამოს 17:45 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 70 ერთეულამდე რაკეტა. 

აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა. 

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია

17 ივნისი, 2018

ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა სტიქის ზონაში ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. კახეთის საგზაო სამართველოში აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა ცენტრალი გზის ორი მონაკვეთი დააზიანა,რის გამოც აიკრძალა...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი