პოპულარული ყაზახური ტელევიზია 1+1 აჭარაში მოგზაურობის შესახებ გადაცემას აკეთებს

პოპულარული ყაზახური ტელევიზია 1+1 აჭარაში მოგზაურობის შესახებ გადაცემას აკეთებს

ყაზახეთის პოპულარული ტელეარხი 1+1 აჭარის შესახებ გადაცემას ამზადებს, რომლის მთავარი გმირიც პოპულარული ყაზახი მომღერალია. ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა მომღერალთან ერთად აჭარაში გასულ კვირას იმოგზაურა და გადაცემის 10 მილიონამდე მაყურებელს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიმდინარე კვირაში გააცნობს.

მთიანი აჭარის, ქართული ფოკლორის, სამზარეულოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების გარდა, გადამღები ჯგუფი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობითაც დაინტერესდა. ქართული ხელოვნების ნიმუშების გაცნობის მიზნით ისინი ბათუმის ხელოვნების მუზეუმსაც სტუმრობდნენ. პოპულური ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა.

ყაზახეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია რეგიონისთვის, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეკლამო ღონისძიებები გარე რეკლამას, აჭარაში მსხვილი ტურისტული სააგენტოებისა და ჟურნალისტები ჩამოყვანას, შედეგად კი აჭარის შესახებ გადაცემების, სტატიების, რეპორტაჟების მომზადებასა და კონკრეტული ტურისტული პაკეტების შემუშავებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარას რეკლამირებას ყაზახეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს. ჯამში, დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. 

ლიეტუველი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ბლოგებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ

ლიეტუველი ჟურნალისტები აჭარის შესახებ ბლოგებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ

7 საათის წინ

აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლიეტუველი ჟურნალისტები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი