აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიტანელ ექსპერტთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბრიტანელ ექსპერტთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილესთან თეონა ბერიძესთან ერთად ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელს და ბრიტანელ ექსპერტს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე ტრენინგის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 5-8 ივნისს ბათუმში, აჭარის საფესტივალო სფეროს წარმომადგენლებისთვის იმართება. სამუშაო შეხვედრაზე ასევე, ბრიტანეთის საბჭოსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

საფესტივალო სფეროს წარმომადგენელბისათვის ტრენინგები სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ტრენინგებს ატარებს ბრიტანელი ექსპერტი ოუენ მაქნირი, თემაზე "ფონდების მოძიება ფესტივალებისთვის". ვორქშოფის მონაწილეებს საშუალება მიეცემა გაეცნონ ფონდების მოძიების თანამედროვე საშუალებებსა და საუკეთესო გზებს, რომლებიც ხშირად სწორედ თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება.

აჭარის განათლების სამინისტრომ საჯარო ლექციების ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა

აჭარის განათლების სამინისტრომ საჯარო ლექციების ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა

7 საათის წინ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს "უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" ქვეპროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შემდეგი საჯარო ლექციების ორგანიზება: თომას ჰილანდ ერიქსენი -...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი