ბათუმში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ბათუმში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ჰაკან რაპი ესწრებოდა.

„ჩვენ ღრმად ვაფასებთ ევროკავშირის მისიის როლს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს“ -განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერიკ ჰოგს რეგიონში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრა, ხაზი გაუსვა საინვესტიციო და ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკას, ასევე იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მაღალმთიან, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებს, სადაც ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება ადგილობრივთა დასაქმებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ერიკ ჰოგმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს რეგიონში მასპინძლობისთვის და საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არსებული ვითარებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მანდატის ფარგლებში გაწეული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აჭარა გამოირჩევა ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების სიმრავლით და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მიმზიდველ რეგიონს წარმოადგენს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის მისიის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდეს საჯარო ლექციები და განხორციელდეს უფრო მეტი საგანმანათლებლო ღონისძიება.

„აუცილებელია ერთობლივი ღონისძიებებისა და სემინარების გამართვა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო უწყებებში, ასევე მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა და მხარდაჭერა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ცნობიერების უფრო მეტად ასამაღლებლად“ - აღნიშნა ერიკ ჰოგმა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები 14 ივნისს საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრებიან.

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება

7 საათის წინ

ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება 1 სექტემბერს. აგვისტოს შუა...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი