დაბა ჩხოროწყუში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

დაბა ჩხოროწყუში ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

დასრულდა დაბა ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე, ამორტიზირებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია.ხიდზე მოძრაობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აკრძალული იყო, ამ დროისთვის აღდგენილია.

ხიდი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა. სამუშაოები 49 000 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.შესრულებული სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად დაათვალიერეს.

ხიდის მწყობრიდან გამოსვლა 14-15 აპრილის სტიქიამ განაპირობა. უხვმა ნალექმა საავტომობილო ხიდის მისასვლელი ჩამორეცხა და ხიდს ბურჯი გამოაცალა.
აღნიშნული ხიდით დაბა ჩხოროწყუ გარახას უბანს ,სოფელ ნაკიანსა და მარტვილის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა გაიხსნა

ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა გაიხსნა

07 აგვისტო, 2018

სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონტრაციო ბაზა გაიხსნა, რომელიც 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. ლესიჭინეს მეურნეობაში ერთწლოვან და მრავალწლოვან...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი