ჩოხატაურში ახალგაზრდა მამკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ჩოხატაურში ახალგაზრდა მამკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ახალგაზრდა მამაკაცი, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხეზე ჩამომხვრჩვალი იპოვეს. როგორც „აიპრესთან" ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ განაცხადა, გარდაცვლილს ფსიქიური პრობლემა არ აწუხებდა. ის ბავშვობიდან ახლო ნათესავების სახლში იზრდებოდა.

„ძალიან ზრდილობიანი ახალგაზრდა იყო, მას პირადად ვიცნობდი,ჩოხატაურში ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში მუშაობდა. ობოლი იყო, ბიძასთან და ბიცოლასთან იზრდებოდა. მიზეზი არ ვიცი თუ რატომ ჩაიდინა ეს“, - ამბობს ირაკლი კუჭავამ.

შშს-ს ინფორმაციით ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და გამოძიების პირველადი ინფორმაციით , ცხედარს არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ჩოხატაურში ახალგაზრდა მამკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ჩოხატაურში ახალგაზრდა მამკაცმა თავი ჩამოიხრჩო

13 ივნისი, 2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ახალგაზრდა მამაკაცი, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხეზე ჩამომხვრჩვალი იპოვეს. როგორც „აიპრესთან" ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ განაცხადა, გარდაცვლილს...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი