ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ სტუდენტებს ახალი ინიციატივები გააცნო

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ სტუდენტებს ახალი ინიციატივები გააცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სტუდენტებთან შეხვედრისას ლაშა გოგიამ ახალი იდეა „ერთი დღე მერთან“ გააჟღერა, რომელიც ერთი სამუშაო დღის მერთან გატარებას და მისი სამუშაო რეჟიმის გაცნობას გულისხმობს.

მერმა სტუდენტებს მერის სტიპენდიაზეც მიაწოდა ინფორმაცია. წარჩინებული სტუდენტები მერის სტიპენდიით უკვე სარგებლობენ, სექტემბრიდან კი 95 ქულიანი ბარიერი 91 ქულამდე დაიწევს და ის სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება 91 ქულაა, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ სტიპენდიით სარგებლობას შეძლებენ.

ლაშა გოგია სტუდენტებს მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას დაპირდა.

ტურისტულ სეზონზე გათვალისწინებულ აქტივობებში სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან. სექტემბრიდან კი სტუდენტები და ლექტორები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.

შეხვედრას მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა

ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა

4 საათის წინ

ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ქუჩის პიანინო ზუგდიდში „შენი იდეა მერს“ პროექტის...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი