ზურა პატარაძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

ზურა პატარაძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის ახალ მოადგილესთან ტუია ალტანგერელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ზურაბ პატარაძემ ტუია ალტანგერელს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო და გაეროს განვითარების პროგრამის დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გაეროს განვითარების პროგრამასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის კეთილდღეობისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა.

„გაეროს განვითარების პროგრამის უშუალო თანადგომით რეგიონში ხდება ისეთი სფეროების განვითარება, როგორებიცაა: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და გარემოს დაცვა. განსაკუთრებულია პროექტ ENPARD-ის როლი აგრარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობის, წარმოების ზრდისა და დარგის ინსტიტუციური განვითარების კუთხით“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობს თავმჯდომარემ გაეროს წარმომადგენელს რეგიონის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, როგორებიცაა ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზები, ესტაკადას და სტადიონის მშენებლობა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ასევე, სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, აღინიშნა, რომ რეგიონისათვის ნაყოფიერი და საინტერესო პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს რეგიონში მასპინძლობისთვის და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება

7 საათის წინ

ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება. კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადება 1 სექტემბერს. აგვისტოს შუა...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი