შსს: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ამერიკის მოქალაქის ოჯახზე თავდამსხმელი დაკავებულია

შსს: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ამერიკის მოქალაქის ოჯახზე თავდამსხმელი დაკავებულია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ამერიკის მოქალაქის ოჯახზე თავდამსხმელი დაკავებულია, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. წარსულში მკვლელობისათვის ნასამართლევი 38 წლის მამაკაცი ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეს და მის მეუღლეს სახლში ნაჯახით მას შემდეგ მიუვარდა, რაც მათ კუთვნილი მაღაზიიდან ღვინის უფასოდ წაღების უფლება არ მისცეს. მამაკაცმა ნაჯახით დააზიანა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანა და მოკვლით დაემუქრა ცოლ-ქმარს.

ცნობისათვის, შემთხვევის შემდეგ, პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა,თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლა.

დაზარალებული ოჯახი დღეს აცხადებდა, რომ თავს დაუცველად გრძნობდა და დამნაშავის დაკავებას ითხოვდა.დაკმაყოფილდება თუ არა ამერიკის მოქალაქის ოჯახის მეორე მოთხოვნა, გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირების შესახებ - შს სამინისტროში აცხადებენ,რომ გამოძიების მასალების მოპოვების შემდეგ გახდება ცნობილი. 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ამ ეტაპზე სსსკ 187 მუხლით მიმდინარეობს,რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს.

სიღნაღში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

სიღნაღში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

5 საათის წინ

22 ივნისს, ქალაქ სიღნაღში ა(ა)იპ „სამუსიკო-სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ ორგანიზებით, კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მუსიკალური ათწლედის გამოსაშვები კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კონცერტზე შოპენის...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი