ახალციხის მუნიციპალიტეტში ორდღიანი ექსპედიცია მოეწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტში ორდღიანი ექსპედიცია მოეწყო

მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები, ისტორიული და კულტურული ადგილები მოინახულეს.

ექსპედიციის მიზანი, ახალგაზრდებთან ერთად რეგიონის ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ტურისტული პოტენციალის შეფასება, ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება და მუნიციპალიტეტის განვითარების თაობაზე სამოქმედო გეგმის შედგენაა.

მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, ტური 11 ივნისს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა, ტურისტულ მარშრუტში შედიოდა: საფარის, აწყურის ღვთისმშობლის, წინუბნის, ბიეთისა და აგარის მონასტრები, ოხერას, ხეოთის წმ. ბარბარეს, და მაჭიხეთის ეკლესიები, მუსხის სკოლა–მუზეუმი, კარტოფილი ფრის საწარმო „ფრეკო“,მუსხის ამბულატორია და ბიბლიოთეკა.

გარდა ძეგლების დათვალიერებისა, ტურის ფარგლებში მოხდა, ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მოსახლეობასთან გასაუბრება. ურავლის სტადიონზე, კი სოფლისა და ექსბედიციის გუნდებს შორის ჩატარდა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში.

სოფელ მუსხში, ურაველში და აწყურში ექსპედიციის წევრებისათვის პატარებმა ღონისძიებები მოაწყეს.

ექსპედიცია ახალციხის ხელოვნურ ტბაზე დასრულდა. მონაწილეებმა ორდღიანი ტური შეაჯამეს, რის შემდეგაც ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა კონცერტი გამართეს. კონცერტის დასრულების შემდეგ, დიჯეიმ ახალგაზრდებისთვის ელექტრონული მუსიკის საღამო მოაწყო.

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

9 საათის წინ

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს მონაწილე მებრძოლები და მათი ახლობლები ახალციხის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი