ბაღდათის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა. ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრში, ზურაბ ნატრიაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა სპორტის სამ სახეობაში მკლავჭიდში, ბოჩასა და მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობას როგორც ბაღდათის ასევე სხვა მუნიციპალიტეტების შ.შ.მ. პირები იღებდნენ.

გამარჯვებულებს კი დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შ.შ.მ. პირთა კავშირის "რწმენა და იმედი"-ს ოფისი გაიხსნა, რომლის დამფუძნებელიც ზურაბ ნატრიაშვილი იყო. სწორედ მის დაბადების დღეს, მისივე ხსოვნის პატივსაგებად აღინიშნება ბაღდათის მუნიციპალიტეტში შ.შ.მ. პირთა დღე 12 ივნისს მეორე წელია.

სპორტულ აქტივობებთან ერთად რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში შ.შ.მ. პირებისთვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ზურაბ ნატრიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ღონისძიების დასასრულს არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision"-ის წარმომადგენლებმა , ინკლუზიაში ჩართულ მოსწავლეებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. შ.შ.მ. პირთა დაცვის დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.

აღნიშნულ ღონისძიებებს მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თემები:
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

13 აგვისტო, 2018

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, წელს პირველად მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision „ -მა იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი