გურჯაანის მუნიციპალიტეტს მალე ვენახების კადასტრი ექნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტს მალე ვენახების კადასტრი ექნება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს - დავით სონღულაშვილს ვესაუბრეთ.

ბატონო დავით, რა სამუშაოებს მოიცავს პროგრამა?

პროგრამა მოიცავს მონაცემების შეგროვებას, რომელიც გულისხმობს ვენახების ფართობების აღრიცხვას, ორთოფოტოების დამზადებას, ვენახებისა და მევენახეთა რეგისტრაციას და პასპორტიზაციას, სპეციფიკური ზონების საზღვრების დაზუსტებას, მევენახეთა და მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის სუბიექტების საანკეტო მონაცემების შეგროვებას და სხვა. ასევე, სამუშაოების ფარგლებში მოხდება მონაცემების შეგროვება, ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობისა და მდგომარეობის შესახებ. მსურს აღვნიშნო, რომ კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული, საქართველოში კი ანალოგიური სისტემა პირველად ხორციელდება.

რამდენად მნიშვნელოვანია საკადასტრო ბაზის შექმნა?
პირველ რიგში, საკადასტრო ბაზის შექმნით მოხდება ვენახების აღრიცხვიანობის მოწესრიგება, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად და ზოგადად, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისთვის.

რას მოუტანს პროგრამა მუნიციპალიტეტს და მევენახეებს?

საკადასტრო ბაზის შექმნა ხელს შეუწყობს მევენახეების და ფერმერების ეკონომიკური შემოსავლების სტაბილურობას. ბაზის არსებობა ასევე მნიშვნელოვანია ღვინის კომპანიებისთვისაც, რათა მათ სწორად დაგეგმონ სანედლეულო ბაზა და გააკეთონ სწორი პროგნოზირება, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საკადასტრო ბაზის შექმნა, ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში სახელმწიფო პროექტების პროგრამით გათვალისწინებული რესურსების მიზნობრივად გამოყენებისთვის, რომელიც საბოლოოდ ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ამბულატორია ახალ შენობაში განთავსდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ამბულატორია ახალ შენობაში განთავსდება

11 საათის წინ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა სოფელ ვეჯინში ახლადაშენებული ამბულატორიის შენობა, იქ მომუშავე ექიმებთან და მედპერსონალთან ერთად, დაათვალიერა. ვეჯინის ამბულატორია ახალ შენობაში უახლოეს დღებში განთავსდება და...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი