ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია "მეტი ზრუნვა, მეტი თანადგომა" გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია "მეტი ზრუნვა, მეტი თანადგომა" გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ესტუმრა, სადაც საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით „მეტი ზრუნვა, მეტი თანადგომა“ გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა, სასადილოს ბენეფიციარებს ერთ ლამაზი დღე მოუწყვეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ასევე, ბენეფიციარებისთვის კონცერტი გაიმართა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისთვის სასიამოვნო და უზრუნველი გარემოს შექმნა. მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალური პროგრამები და ამ სერვისის გაუმჯობესებაა“- აღნიშნა მერმა.

მერმა, სასადილოს ბენეფიციარები 25 ივნისს დაგეგმილ ანსამბლ „ივერიას“ კონცერტზე მოიწვია, რომელიც „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მათ უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.

ლაშა გოგიამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.

ღონისძიება პროექტის „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც „ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით (BST) ხორციელდება და მისი მიზანია ყურადღების, პატივისცემისა და თანადგომის გამოხატვა მზრუნველობამოპკლებული ადამიანების მიმართ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოს პროგრამით 250 -მდე ბენეფიციარი სარგებლობს, წელსვე პროგრამას ემატება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში საბაზისო პროდუქტის შეძენა.

ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველ 15 ბავშვს დასვენება დაუფინანსა

ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველ 15 ბავშვს დასვენება დაუფინანსა

06 ივლისი, 2018

ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველ 15 ბავშვს დასვენება დაუფინანსა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების და...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი