დღეს იმერეთის გუბერნიაში საკონსულუტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს იმერეთის გუბერნიაში საკონსულუტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. 

საკონსულტაციო საბჭოზე რეგიონული განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებსა და იმერეთში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მთავარი საკითხები იყო, ასევე, რეგიონში ცენტრალური მაგისტრალების და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მუნიციპალიტეტებში არსებული უსახური შენობების მოვლა და შემდგომი განკარგვა. 

დღესვე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის რეგიონული სამსახურის უფროსმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართა

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართა

15 სექტემბერი, 2018

იმერეთის რეგიონი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ საქართველო“ შეუერთდა. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომელში 1000–მდე მოხალისე ჩაერთო. იმერეთში სახელმწიფო...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი