იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ღია კარის დღე მოეწყო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში ღია კარის დღემოეწყო. რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მე–11 მე–12 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღე ქუთაისის მე–3 ქვეით ბრიგადაში გაატარეს.

ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები, მათ ასევე, ლაზარეთი და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

ბავშვებმა მე–3 ქვეითი ბრიგადის სიმულაციის ოთახებში იარაღის სროლაშიც მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები. აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას და შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წამსვლელთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტი ღია კარის დღე სხვადასხვა სამხედრო ნაწილშიც გაგრძელდება და მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან, როგორია ჯარისკაცის ერთი ჩვეულებრივი დღე. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

ასევე, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირების მომორიალი გვირგვინით შეამკო.

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართა

იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართა

15 სექტემბერი, 2018

იმერეთის რეგიონი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ საქართველო“ შეუერთდა. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომელში 1000–მდე მოხალისე ჩაერთო. იმერეთში სახელმწიფო...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი