ბაღდათის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეღვინეებს, მევენახეებს და საოჯახო მარნების მფლობელებს შეხვდა

ბაღდათის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეღვინეებს, მევენახეებს და საოჯახო მარნების მფლობელებს შეხვდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეღვინეებს, მევენახეებს და საოჯახო მარნების მფლობელებს შეხვდა. მერი მათ იმ პრიორიტეტებზე და თანამედროვე მიდგომებზე ესაუბრა, რომელიც მევენახეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე დღესვე არჩილ გოგსაძემ მეღვინეებს, მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა გააცნო, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ახორციელებს. კოოპერატივის დაფუძნების შემთხვევაში მეღვინეებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავების საჭირო აღჭურვილობა გადაეცემათ.

შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა ინიციატივა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვინს მაღაზიის გახსნის შესახებ, სადაც მევენახეები თავიანთი ნაწარმის რეალიზაციას მოახდენენ. შეხვედრას მეღვინეებთან ერთად მერიის ტურიზმისა და სოფლის მეურნობის განყოფილებების წარმომადგენლები ესწრებოდნე.

ბაღდათის მერმა სოფელ ვარციხეში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

ბაღდათის მერმა სოფელ ვარციხეში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

10 ივლისი, 2018

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან და სააკრებულოს დეპუტატ თემურ მინაძესთან ერთად, სოფელ ვარციხეში სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. შ.პ.ს. კომპანია "გრანდ-დეის" სათბურები10 000 კვ.მ. მიწის...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი