ცნობილი ექიმის, სვიმონ ლორთქიფანიძის, პორტრეტი დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეას საჩუქრად გადაეცა

ცნობილი ექიმის, სვიმონ ლორთქიფანიძის, პორტრეტი დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეას საჩუქრად გადაეცა

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგოლ დალაქიშვილის ინიციატივითა და კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" – ს ფინანსური მხარდაჭერით, დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეას მე–20 საუკუნის დასაწყისში (1883–1944) მოღვაწე ცნობილი ექიმის, სვიმონ ლორთქიფანიძის, პორტრეტი საჩუქრად გადაეცა.

მხატვარ კოტე ქავთარაძის მიერ შექმნილი ტილო ამ დრომდე მისივე სახლში არასათანადო პირობებში ინახებოდა და შთამომავლობის ინიციატივით ნამუშევრის გასხვისება მოხდა. ასევე, ოჯახის წევრების მიზანი იყო ტილოს შექმნის ისტორიისა და მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო მასისთვის გამხდარიყო ცნობილი.

დღეიდან გალერეაში მისულ დამთვალიერებელს კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევრის მონახულების საშუალება ექნება.

სახლი, სადაც სიმონ ლორთქიფანიძის პორტრეტი ინახებოდა, 1936 წელს გერმანელმა ტყვემ დააპროექტა და შემდეგ ეს სახლი თავისი საინტერესო არქიტექტურით ელდარ შენგელაიას ქართულ ფილმშია ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“ გადაღებული.

იმერეთში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

იმერეთში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

10 ივლისი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ბაღდათის მერთან, არჩილ გოგსაძესთან და მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი