30 ივნისს, გურიაში ვეტერანებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

30 ივნისს, გურიაში ვეტერანებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, გურიის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმები ჩაატარებენ. (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფიული, ლაბორატორიული კვლევები, გულის ექოსკოპია).

ექიმები პაციენტებს ოზურგეთში, შპს „სააქიმო სამედიცინო ცენტრში", (ჩოხატაურის ქუჩა N 20) 10:00 საათიდან მიიღებენ.

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის (RAGG) პრეზენტაცია ტარდება

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის (RAGG) პრეზენტაცია ტარდება

28 ივნისი, 2018

29 ივნისს, 13:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში (მის.: ს. ცინცაძის ქუჩა, #63, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა) ტარდება გურიის რეგიონული განვითარების საინიციატივო ჯგუფის (RAGG) წლიური შემაჯამებელი ანგარიშის და განვითარების ხედვის...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი