ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის (RAGG) პრეზენტაცია ტარდება

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფის (RAGG) პრეზენტაცია ტარდება

29 ივნისს, 13:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში (მის.: ს. ცინცაძის ქუჩა, #63, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა) ტარდება გურიის რეგიონული განვითარების საინიციატივო ჯგუფის (RAGG) წლიური შემაჯამებელი ანგარიშის და განვითარების ხედვის პრეზენტაცია.

აღნიშნული ჯგუფი მოიცავს სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალთა გაერთიანებას, რომლებიც საკუთარი პერსონალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ზრუნავენ გურიის რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის და სხვადასხვა საინიციატივო აქტივობით ხელს უწყობენ გურიის რეგიონის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას. პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევის ძირითადი მიგნებები, რომელიც RAGG-ის ინიციატივით აიჰშტატ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი სტუდენტების, პროფესორების და ტურიზმის ექსპერტების მიერ განხორციელდა გურიაში. 

კნუტ გერბერი, RAGG-ის თანა-დამფუძნებელი, ბიზნეს კონსულტანტი, საქართველოს მოქალაქე - „გურიის რეგიონული განვითარების ჩემეული გაგება, პირველ რიგში, გულისხმობს, გურულების სიძის როლის შესრულებას. მე ჯერ კიდევ 20 წლის წინ დავინახე, რომ გურია, თავისი ავთენტური სტუმართმოყვარეობით მთელი გულით მიესალმება სტუმრებს და ღიაა უცხო ერის ადამიანებისადმი. როგორც ტურიზმის პროფესიონალი, მე შემიძლია დავეყრდნო მხოლოდ ჩემს პირად ემოციებს და გითხრათ, რომ გურიის უნიკალური შეთავაზება (USP) არის ზუსტად ის, რასაც ტურისტები მოელიან: ადამიანების მიერ შექმნილი გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, ავთენტური ბუნება და მდიდარი მემკვიდრეობა. კვლევის მიგნებებიც სწორედ ამას ასახავს: გურიამ უნდა მოახდინოს მდგრადი განვითარება, შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა და დარწმუნდეს მის რეგიონულ ეკონომიკურ პოტენციალში. RAGG-ი სწორედ ამ მიმართულებით აქტიურობს, განახორციელა პირველადი ინიციატივები ტურიზმის წახალისებისთვის, ადგილობრივ საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ყველაფერს უკვე აქვს ხელშესახები შედეგი.“

გაგა გოგიჩაიშვილი, RAGG-ის თანა-დამფუძნებელი - „გურია არ არის ცნობილი, როგორც მდიდარი მხარე. ტურიზმის პოტენციალის განხორციელებული კვლევა კი გვიჩვენებს, რომ ის, ასევე, არ არის საკმარისად განვითარებული ყველა მიმართულებით. გურია, ამ ეტაპზე, არ იყენებს მის ბუნებრივ პოტენციალს. თუ ჩვენ გვინდა რეგიონის მდგრადი განვითარება, რომელიც გულისხმობს გურიის ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის, რომელიც ჩვენ გვჯერა, რომ არის ღირსეული ამოცანა, მაშინ ჩვენ გურიის საზოგადოებასთან, ადმინისტრაციასთან და გურულ ბიზნესებთან ერთად, ყველა მხარის აქტიური ჩართულობით და დიდი პასუხიმგებლობით უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ ამოცანას. ჩვენ, RAGG-ის გუნდის თითოეულ წევრს და მის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს, გვჯერა, რომ ეს არის ჩვენი პერსონალური პასუხისმგებლობა, ჩვენი გზავნილი საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფი გურულებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ, აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ერთად შევძლოთ იმ ტრადიციების და მემკვიდრეობის შენარჩუნება, რომელიც განსაკუთრებულს ხდის გურიას და ჩვენს სამშობლოს - საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა ვიმოქმედოთ და ხელი შევუწყოთ ცვლილებების პროცესს.“

პრეზენტაციის ფარგლებში ინიციატივის მხარდამჭერები ისაუბრებენ მსგავსი ტიპის სამოქალაქო გაერთიანებების მნიშვნელოვნებაზე რეგიონული განვითარების კუთხით, გურიის განვითარების არსებულ ეტაპზე, მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე და, ასევე, იმ მიზეზებზე თუ რატომ უჭერენ მხარს და არიან აღნიშნული გაერთიანების წევრები. ამის შესახებ უნფორმაცია გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფი ავრცელებს. 

გურიის გუბერნატორი ჩოხატაურის სოფლებში, ჩხაკაურასა და ზოტში მოსახლეობას შეხვდა

გურიის გუბერნატორი ჩოხატაურის სოფლებში, ჩხაკაურასა და ზოტში მოსახლეობას შეხვდა

04 სექტემბერი, 2018

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის სოფლებში, ჩხაკაურასა და ზოტში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი