აჭარაში ყველაზე უხუცესი ქალბატონი ხულოელი 112 წლის ფიქრიე ირემაძეა

აჭარაში ყველაზე უხუცესი ქალბატონი ხულოელი 112 წლის ფიქრიე ირემაძეა

აჭარაში 100 წელისა და 100 წელს გადაცილებული 33 მოქალაქე ცხოვრობს, აქედან ყველა მათგანი ქალბატონია, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, უწყების ინფორმაციით წლის ბოლოს 100 წელი კიდევ 5 მოქალაქეს შეუსრულდება.

100 წელი რამდენიმე დღის წინ ხულოში სოფელ დიდაჭარაში მცხოვრებ კიდევ ერთ ქალბატონს შადიე ხოზრევანიძეს შეუსრულდა, მას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცეს.

გთავაზობთ სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის ვერსიას: „„100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას სამინისტრო 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წლის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.
ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 33 მოქალაქე ცხოვრებს. ყველა მათგანი ქალბატონია. ყველაზე უხუცესი კი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 112 წლის ფიქრიე ირემაძეა. წლის ბოლომდე 100 წელის კიდევ 5 მოქალაქეს შეუსრულდება.“

ტურისტული კომპანია „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარას სტუმრობენ

ტურისტული კომპანია „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარას სტუმრობენ

21 საათის წინ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული კომპანია „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი რეგიონში ტურისტულ, ბიზნესს და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. კომპანიის ტურისტული და ავიაკომპანიების...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი