იმერეთში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

იმერეთში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ბაღდათის მერთან, არჩილ გოგსაძესთან და მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 5 სოფელში ასფალტო-ბეტონის გზის დაგება მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სოფლების: პირველი და მეორე ობჩის, დიმის, ფერსათისა და საკრაულას მოსახლეობა ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებს. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

"საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით სამუშაოები იმერეთის 12– ვე რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის, რომ მუნიციპალიტეტებში ცენტრალური გზების გარდა დიდი ყურადღება ეთმობა სოფლებამდე მისასვლელ გზებს. დღეს კონკრეტულად ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერე. მალე 5 სოფელს ახალი საავტომობილო გზა ექნება. 2018 წლის დასაწყისში ყველა მუნიციპალიტეტში პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად განისაზღვრა და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“-აღნიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.
 

იმერეთში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

იმერეთში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაღდათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

10 ივლისი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ბაღდათის მერთან, არჩილ გოგსაძესთან და მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი