ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან. ტრაილერების მძღოლები სააგენტოს ხელმძღვანელისგან პასუხს ელოდებიან, თურქეთში გადასვლის შეზღუდვებთან დაკავშირებით.

მათი განმარტებით უკვე ორი კვირაა ტრაილერების ქართველ მძღოლებს თურქული მხარე საზღვრის კვეთის საშუალებას არ აძლევს. ნებართვების გაცემა, რაშიც ადრე წლიურად 870 ლარს იხდიდნენ, შეჩერდა გაურკ ეველი მიზეზებით. მძღოლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

"ნებართვების გაცემა მხოლოდ ჩვენ შეგვიჩერეს, უპრობლემოდ გადადიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის მოქალაქეები. ორი კვირაა გაჩერებული ვართ" - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. მძღოლებმა საპროტესტო აქცია აღნიშნულ თემაზე ორი დღის წინ აჭარის მთავრობასთან გამართეს, თუმცა კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს.

6-მა ოპოზიციურმა პარტიამ არმაზ ახვლედიანის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა

6-მა ოპოზიციურმა პარტიამ არმაზ ახვლედიანის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა

12 საათის წინ

არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დღეს 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტს კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობის მიერ დასახელებულ თორნიკე რიჟვაძესა და...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი