სიღნაღში, სოფელ ანაგის მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

სიღნაღში, სოფელ ანაგის მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, სოფელს არც გზა აქვს და არც წყალი. ანაგელები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.

"2018 წლის საბიუჯეტო წლის დაგეგმივის დროს ანაგელები ვითხოვდით ამ გზის რეაბილიტაციას, სანიაღვრეების გაკეთებას, რადგან გაზაფხულობით მოვარდნილ ხევს ყოველწლიურად მოაქვს ქვაღორღი და ისედაც გაუბედურებულ გზაზე გადაადგილებას ართულებს. სიღნაღის მერიამ შეაგდო ქვა და შეუშვირა თავი - ამ გზას სანიაღვრეები არ სჭირდებაო და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაიწყეს მთავარანგელოზის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები. მოქალაქების თვალის ასახვევად გზაზე დაყარეს რამოდენიმე მანქანა მიწა, მაგარამ შედეგმა არ დააყოვნა და მოვარდნილმა წყალმა წაიღო დაყრილი მიწაც და დახარჯული ფულიც. დღეს მოსახლეობა საშინელ დღეშია აგერ უკვე ერთ თვეზე მეტია სასმელი წყლის და გზის გარეშე ვართ დარჩენილი", - განუცხადა "აიპრესს" ადგილობრივმა ნინო გოგოლაშვილმა.

ადგილობრივთა ნაწილის პრეტენზიებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსულლ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს სოფელ ანაგაში ინტენსიურად იმუშავა ტექნიკამ. მთელი დატვირთვით მუშაობდა ტრაქტორი და გზწბი შეძლებისდაგვარას გადავასწორეთ და მოიხრეშა. ჩვენ ადგილოვრივებს არაერთხელ ავუხსენით, რომ ადგილობრივ დონეზე, ბიუჯეტში არ არის იმის საშუალება,რომ აღნიშნულ გზაზე ასფალტი დაიგოს.თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და თანხების მოსაძიებლად აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემას, მოგეხსენებათ გვალვების პერიოდი იყო, რამაც ისევე როგორც სხვა სოფლებს,ანაგასაც შეუქმნა გარკვეული პრობლემა,მაგრამ ამ კუთხით ვერ ვიტყოდი, რომ საგანგაშო მდგომარეობაა.მე ყოველდღიურად ვხვდები სოფლებში ჩემს წარმომადგენლებს და დეტალურ ინფორმაციას ვიღებ მათგან. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მთავარანგელოზის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები", - განუცხადა "აიპრესს" გიორგი გოგილაშვილმა.

სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურად  მიმდინარეობს

სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს

50 წუთის წინ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ,გოგი გოგილაშვილის განცხადებით, დილიდან დაიწყეს ზარალის დათვლაც შესაბამისმა კომისიებმა. "კომისიის შემადგენლობაში შედიან იმ სოფლის რწმუნებულებიც, სადაც სტიქია იყო. ტექნიკა გასულია, ცენტრალურ გზაზე...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი