იმერეთის გუბერნიამ ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

იმერეთის გუბერნიამ ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

სხვადასხვა სახის არამალფუჭებადი პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები ადგილზე ჩაიტანა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა. მოსახლეობისთვის განკუთვნილი ტვირთი ჭუბერში, ჰუმანიტარული დახმარების შტაბში განთავსდა და უახლოეს დღეებში დაურიგდება მოსახლეობას.

დღესვე, გრიგოლ დალაქიშვილმა, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან და ვიცე–გუბერნატორთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, დაზარალებული ოჯახი მოინახულა და პროდუქტები მიუტანა. ჯულიეტა ცინდელიანის ოჯახი სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა.

ჭუბერში მცხოვრებ დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვებაში აქტიურად იყო ჩართული იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახში მისასვლელად პანელის ხიდით ისარგებლეს, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქუთაისის მერის მოადგილემ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის მერის მოადგილემ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2 საათის წინ

ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე განიხილეს გაეროს - კლიმატის ცვლილების - ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიღებული ე.წ. „პარიზის შეთანხმებით„ ნაკისრი...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი