დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები ჩაერთვებიან

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები ჩაერთვებიან

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ოფისში, ასოციაციის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორის წევრებმა, ექსპერტებმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მენეჯმენტმა.
სამინისტროს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კონცეფციაზე და დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. აღინიშნა, რომ ამ კუთხით, ბოლო წლებში,
მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა.

"დღეს გვქონდა შეხვედრა დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც წლის ბოლომდე უნდა
დასრულდეს. ეს არის პროცესი, რომელიც ექპერტების და ამ თემაზე მომუშავე სხვადასხვა პირის ჩართულობით უნდა წარიმართოს. არაერთი კითხვა და მოსაზრება მოვისმინეთ და ვფიქრობ, ასეთი საინტერესო შეხვედრები მომავალშიც გვექნება ’’- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დამსწრეებმა ასევე ისაუბრეს თვითმმართველობების როლის გაძლიერებასა და ადგილობრივ საჯარო მოხელეთა კომპეტენციის ამაღლებისა და ტრენინგის საჭიროებებზე, რაც თავის მხრივ თვითმმართველობის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და უმნიშვნელოვანესია დეცენტრალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის.

ყურადღება გამახვილდა სამომავლო პერსპექტივებზე და აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაციის საშუალო ვადიან სტრატეგიაზე მუშაობა აქტიურად
მიმდინარეობს. სტრატეგიის შექმნის მიზანია ეფექტური, ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2025 წლისათვის კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალურიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რაც მისცემს მათ ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად. დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა, რომლებსაც ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ უმაღლესი შეფასება მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

ცქიტიშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თითოეული რეგიონის პოტენციალის განვითარებას და სრულ ათვისებას

ცქიტიშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თითოეული რეგიონის პოტენციალის განვითარებას და სრულ ათვისებას

13 ივლისი, 2018

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს. მინისტრმა თავის გამოსვლაში სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გამოყო და ძირითადი გამოწვევებისა და...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი