„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზიანის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზიანის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჭუბერში სტიქიით მიყენებული ზიანის გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება. განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა და მოუწოდა ახალგაზრდებს, შეიტანონ წვლილი სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში.
„უკვე რამდენიმე დღეა სვანეთში სტიქია მძვინვარებს, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერს დიდი ზიანი მიაყენა.

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჩვენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ვაპირებთ, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას.

ამიტომ, როგორც კი სტიქიის აქტიური ფაზა გადაივლის, ვაპირებთ ჭუბერში ჩასვლას და ამ ადამიანების დასახმარებლად, ყველა სამუშაოში აქტიურად ჩართვას.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაერთიანებული ვართ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიწყებთ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელი ღონისძიებების ორგანიზებას, ეს არის ახალგაზრდული და არა პოლიტიკური ინიციატივა!

ამას ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად ვაკეთებთ და თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა გულწრფელად გაგვეხარდება!

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 სექტემბერი, 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი