ბაზალეთის ტბაზე ბრაკონიერებულად დაჭერილი თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს

ბაზალეთის ტბაზე ბრაკონიერებულად დაჭერილი თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.
მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად,
ჟინვალის წყალსაცავზე 6 ერთეული სახლართი ტიპის ბადე და ერთი ერთეული ე.წ. გოდორი, ხოლო ბაზალეთის ტბაზე, 100 მეტრი სახლართი ბადე და 8
ერთეული ე.წ. გოდორი ამოიღეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბადეში გახვეული თევზი ბუნებრივ პირობებში გაუშვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ საქართველოს მასშტაბით, როგორც უკანონო თევზჭერის, ისე სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. გარემოსდაცვითი დანაშაულის ფაქტის
დაფიქსირების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153, რაზედაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახური მყისიერად მოახდენს რეაგირებას.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში დამატებით 500-მდე ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება

დუშეთის მუნიციპალიტეტში დამატებით 500-მდე ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება

05 სექტემბერი, 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგებასა და განახლებას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, წყალმომარაგების სისტემის...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი