ექიმი: ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებული პაციენტი  თბილისში გადაგვყავს

ექიმი: ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებული პაციენტი თბილისში გადაგვყავს

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების დროს დაშავებულო ერთ-ერთი მესაზღვრე თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაყავთ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა განუცხადა.ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ყამბარაშვილის კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გეგმიური ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც რეანომობილით მისი თბილისში ჰოსპიტალიზაცია მოხდება.

"ერთი პაციენტი გადაგვყავს ღუდუშაურში, მას ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და გეგმიურ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.მინდა ვთქვა, რომ ეს ხდება პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე.მან მოითხივა რომ თბილისში მომხდარიყო მისი გადაყვანა.რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილეველია."- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თელავში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა - 2 ადამიანი დაშავდა

 ვერტმფრენის ავარიულად დაშვების დროს დაშავებული 5 მესაზღვრიდან 4 თელავის კლინიკებში რჩება

ვერტმფრენის ავარიულად დაშვების დროს დაშავებული 5 მესაზღვრიდან 4 თელავის კლინიკებში რჩება

13 ივლისი, 2018

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების დროს დაშავებული 5 მესაზღვრიდან ოთხი ამ დრომდე თელავის კლინიკებში რჩება. მათ შორის ის დაშავებულიც, რომელსაც ღვიძლის დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი