ანაკლიასა და ზუგდიდში  სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

ანაკლიასა და ზუგდიდში სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

“ქალის როლი წყალმომარაგების სექტორში და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა’’ - ეს საკითხები იყო ზუგდიდსა და ანაკლიაში, ადგილობრივ ქალებთან შეხვედრის მთავარი თემა.

საინფორმაციო კამპანიას, ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს.
მსოფლიოს მასშტაბით, 1,7 მილიარდი ადამიანი განიცდის სასმელი წყლის ნაკლებობას და მოსახლეობის ¼-ს არ აქვს წვდომა ცენტრალიზებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასთან.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება - რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების სექტორში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საკითხები, ამ მიმართულებით სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებიც განიხილეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროექტები და კომპანიის ძირითადი საქმიანობაც გააცნეს. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს
 
 
 
 
16 სექტემბერს ანსამბლი "ანჩისხატი" ბათუმში კონცერტს გამართავს

16 სექტემბერს ანსამბლი "ანჩისხატი" ბათუმში კონცერტს გამართავს

15 სექტემბერი, 2018

16 სექტემბერს 19:00 საათზე ანსამბლი ,,ანჩისხატი“ ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში კონცერტს გამართავს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლის...

აფხაზეთი
პოპულარული სტატიები
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი