iMtavroba

iBusiness

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა / ბათუმი

    ბესიკ ლილუაშვილი:წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა

ბესიკ ლილუაშვილი:წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა

აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა- აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს დღეს აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა უპასუხა. „ეს არ არის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისთვის, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ყოველ თეთრს ხარჯავს მიზნობრივად და ხარჯავს იმისთვის, რისი...

    ბათუმში 60 წლამდე ქალი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში 60 წლამდე ქალი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

პუშკინის 141 ნომერში საცხოვრელი კორპუსის მე-4 სართულიდან 60 წლამდე ქალი გადმოვარდა. მეზობლების ინფორმაციით ის კიბის მეშვეობით ფანჯარას წმენდდა რა დროსაც კიბე დაუცურდა და ეზოში გადმოვარდა. მათივე ინფორმაციით ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევაგუშინ საღამოს მოხდა.  მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

    ბათუმში ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებისას დაზარალებულ ოჯახებს ბინები გადაეცემათ

ბათუმში ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებისას დაზარალებულ ოჯახებს ბინები გადაეცემათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილი კიდევ ერთხელ მოინახულა და სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეფასებას ადგილზე გაეცნო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ოფიციალური დასკვნა მომავალ კვირას გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, არსებული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალ აშენებულ სახლში ყველა დაზარალებული მიიღებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს. „ჩვენ ვმუშაობთ...

    ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით სტადიონი აშენდება

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით სტადიონი აშენდება

ბათუმის სტადიონის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. "ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე" - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა. ►ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ►დოკუმენტს შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი...

    კურორტ "გოდერძი"-ზე 4 ახალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება

კურორტ "გოდერძი"-ზე 4 ახალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. "კურორტ „გოდერძი რიზორტს“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა. საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 იანვარს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის. 4 ახალი საინვესტიციო პროექტი 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება. აჭარაში ზამთრის სეზონის გახსნა რეგიონის მოსახლეობას და სტუმრებს აჭარის...

    კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი გაიხსნა

კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი გაიხსნა

10 დეკემბერს კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. გოდერძზე სეზონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას კურორტ “გოდერძის“ სეზონის გახსნა მიულოცა და კურორტზე 4 ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება დააანონსა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის რეგიონი არის 12 თვის დასასვენებელი ადგილი, გოდერძი კი ძალიან მალე იქნება...

    ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ზურაბ პატარაძე შეხვდა

ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ზურაბ პატარაძე შეხვდა

ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძზე“ იმყოფებოდა, სადაც  ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გაიმართა. ზურაბ პატარაძემ აფეთქების ფაქტის შეტყობისთანავე დატოვა კურორტი „გოდერძი“ და მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში დაბრუნდა. აჭარის მთავრობის თავმდჯომარე შემთხვევის ადგილზე მივიდა და აფეთქების შედეგად დაზარალებული მეზობლები მოინახულა. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივმა აირმა გამოიწვია და 9 ოჯახი დააზარალა, რომელთაც მერიამ უკვე შესთავაზა დროებითი...

    ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ზურაბ პატარაძე შეხვდა

ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ზურაბ პატარაძე შეხვდა

ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძზე“ იმყოფებოდა, სადაც დღეს ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გაიმართა. ზურაბ პატარაძემ აფეთქების ფაქტის შეტყობისთანავე დატოვა კურორტი „გოდერძი“ და მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში დაბრუნდა.  აჭარის მთავრობის თავმდჯომარე შემთხვევის ადგილზე მივიდა და აფეთქების შედეგად დაზარალებული მეზობლები მოინახულა. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივმა აირმა გამოიწვია და 9 ოჯახი დააზარალა, რომელთაც მერიამ უკვე შესთავაზა დროებითი...

    ბათუმში აფეთქების შედეგად 1 მოქალაქე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბათუმში აფეთქების შედეგად 1 მოქალაქე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბათუმში ჯინჭარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 7 ადამიანია დაშავებული. 5 მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, 2 მოქალაქე კლინიკაში დაზიანებებით თავად გამოცხადდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 2 მოქალაქემ უკვე დატოვა საავადმყოფო. 5 მოქალაქე, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი კლინიაში რჩებიან. არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა 69-წლამდე ქალბატონი ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. მას სხეულის 10%-მდე მესამე ხარისხის...

    ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებისას 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებისას 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ჯინჭარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზი აფეთქდა. 5 ადამინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მათშორის 2 ბავშვია. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ამის შესახებ " აიპრესს" სასწრაფო დახმარების ბათუმის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განუცხადა. ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს ნანგრევებში სამძებრო სამიშაოები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

    ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა და ასევე დააზიანა მიმდებარე შენობები. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სახანზრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. ასევე ადგილზეა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ერთ-ერთი დაზარალებული სავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

    მომხდარი ხანძრი გამო "ლეოგრანდი" სხვა სახელწოდებით გააგრძელებს ფუნქციონირებას

მომხდარი ხანძრი გამო "ლეოგრანდი" სხვა სახელწოდებით გააგრძელებს ფუნქციონირებას

"როდის გააგრძელებს სასტუმრო "ლეო გრანდი" საქმიანობას ეს საკითხი ჯერ-ჯერობით არ განიხილება, თუმცა ამ სახელწოდებით იგი ფუქნციონირებას აღარ გააგრძელებს"- ამის შესახებ "აიპრესთან" "ლეოგრანდის" სისხლის სამართლის საქმის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის საქმეში ათეულობით ადამიანია დაკითხული. მისივე თქმით, სასტუმროს მეპატრონე სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს ყველა დაზარალებული ოჯახის წინაშე. "პირველივე დღიდან, სასტუმროს მეპატრონე აცხადებს, რომ მოუხედავად იმისა დადგინდება თუარა...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი