iMtavroba

iBusiness

აფხაზეთი

    აბაშაში პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი ჩატარდება

აბაშაში პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი ჩატარდება

აბაშაში პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი 6-9 სექტემბერს ჩატარდება - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ნორჩი კინემატოგრაფისტები. მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 36-მდე ქვეყანამაც. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „სინერამა“, მხარდამჭერები არიან აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. კინოფესტივალთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა და...

    აფხაზეთში, მდინარე გუმისთასთან ბრძოლიდან 24 წელი გავიდა

აფხაზეთში, მდინარე გუმისთასთან ბრძოლიდან 24 წელი გავიდა

1993 წლის 16 მარტს რუსეთის არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით, აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე გუმისთის ხაზზე გამაგრებულ ქართველ მებრძოლებს ცეცხლი გაუხსნეს. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართულმა ბატალიონმა შეტევას გაუძლო და სისხლიანი ბრძოლის შედეგად დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაწმინდა. აფხაზებმა ბრძოლაში 1000 კაცი დაკარგეს. ამ ფაქტმა აფხაზური ქვედანაყოფების რიგებში პანიკა გამოიწვია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მხარე კონტრ-შეტევაზე არ გადასულა. 16 მარტის გამარჯვება ქართულ-აფხაზური ომის ერთ-ერთ...

    ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარად აირჩიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარად აირჩიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარად აირჩიეს,-ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Апсныпресс ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს თანახმად, ალექსანდრ ანქვაბმა თავის რაიონში (გუდაუთის) ამომრჩეველთა ხმების 52% მეტის მოგროვება შეძლო. ოკუპირებულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 12 მარტს გაიმართა. 35 ადგილისთვის 135 ადამიანი იბრძოდა. პირველ ტურში 12 დეპუტატი აირჩიეს. ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 22 ოლქში განმეორებითი...

    ლტოლვილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო

ლტოლვილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს,- ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.  სამინისტროს ცნობით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის...

    ჭიათურის სკვერში საბაგირო გონდოლა-სამკითხველო დაიდგა

ჭიათურის სკვერში საბაგირო გონდოლა-სამკითხველო დაიდგა

ჭიათურაში მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში ორიგინალური საბაგირო გონდოლა -სამკითხველო დაიდგა, საიდანაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ სასურველი ნაწარმოები ქუჩაში განთავსებული მინი ბიბლიოთეკიდან შინ წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დაამატონ,- ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. ჭიათურაში ამ ორიგინალური წიგნის სათავსოს პროექტის ავტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე იმყოფებოდა. ბიბლიოთეკის გახსნას ჭიათურის...

    აფხაზეთის მთავრობა: რუსეთი გალს საქართველოზე სამხედრო ზეწოლის ახალ ცენტრად მოიაზრებს

აფხაზეთის მთავრობა: რუსეთი გალს საქართველოზე სამხედრო ზეწოლის ახალ ცენტრად მოიაზრებს

რუსეთის გადაწყვეტილებას, გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება აპროტესტებს,- ამის შესახებ  განცხადებას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. "აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ერთხმად აპროტესტებს რუსეთის გადაწყვეტილებას გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ, რომელიც მან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერით მიიღო. აშკარაა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად აძლიერებს საკუთარ გავლენას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც, თუ ადრე საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის...

    სოფელ რუხში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა გაიხსნა

სოფელ რუხში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობის გახსნის ცერემონია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური მთავრობა ავრცელებს. საქართველოს ენდემური სახეობისა და „წითელი ნუსხით" დაცული მცენარის - კოლხური ბზის მავნებელ-დაავადებებისაგან გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღიჭურვა 500 მ2 სათბური და დაირგო 30 000 კოლხური ბზის ნერგი. რუხის სასათბურე მეურნეობა კავკასიაში პირველი საბაზისო სანერგეა, რომელშიც ბზის კონსერვაციის მიზნით წელიწადში 50 000 ნერგი დაკალმდება. ნერგების ნაწილი უფასოდ...

  ივანიშვილი: დაკარგული ტერიტორიები კი არა,დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ, ესაა მთავარი

ივანიშვილი: დაკარგული ტერიტორიები კი არა,დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ, ესაა მთავარი

"ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ ",-ამის შესახებ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აფხაზებისთვის შეთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა. ივანიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში ნდობის და დაკარგული ურთიერთობების აღდგენაა საჭირო. "მთელი გულით და სულით გამიხარდა რომ ამას მივადექი, დიდი ხანია მე ვფიქრობ, დიდი ხანია მაქვს ამის სურვილი, როგორც ყველა ჩვენს მოქალაქეს, ჩვენ გვინდა ჩვენს ძმებთან აღვადგინოთ...

    კონგრესმენი კინზინგერი: გაიყვანოს რუსეთმა ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან

კონგრესმენი კინზინგერი: გაიყვანოს რუსეთმა ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ილინოისის შტატის კონგრესმენი ადამ კინზინგერი კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ მიღებული რეზოლუციის თაობაზე სიტყვით გამოვიდა,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კონგრესმენმა რეზოლუციას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს დემოკრატიული განვითარების კუთხით. მისი თქმით, საქართველოს განვითარება რეგიონისთვის მძლავრ მაგალითს...

    27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა ჟიული შარტავა დახვრიტეს

27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა ჟიული შარტავა დახვრიტეს

"წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედავ ვალშია მათ წინაშე" - ომში წასვლის წინ ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას ეროვნულმა გმირმა, ჟიული შარტავამ. "მე და შენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. არ მახსოვს, შენ რომელიმე ჩემს თხოვნაზე ან დავალებაზე უარი გეთქვა. ყველაზე საბედისწერო თხოვნა კი იყო ის, აფხაზეთის გადასარჩენად სოხუმში წასვლა რომ გთხოვე. მადლობელი ვარ მე და მთელი ქართველი ხალხი იმისათვის, რომ შენ ქვეყნის სახელით მიიღე ეს დავალება. ერთი რამ არ შეასრულე ჩემი თხოვნიდან და ჩემი ბრძანებიდან, ჟიული – ეს...

    პრემიერი: აფხაზეთის ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც

პრემიერი: აფხაზეთის ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც

"ამ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებისთვის არც დრო და არც ადგილი შემთხვევითი არ გახლავთ. ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ის ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ განმუხურში განაცხადა. "ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავლზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში...

    პრემიერი: ვაჟღერებ გზავნილს აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა

პრემიერი: ვაჟღერებ გზავნილს აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის პრეზენტაციაზე სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობის შესახებ აფხაზებისადმი ივანიშვილის შეთავაზება გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს არის უკვე კონკრეტული წინადადება, იმისათვის აფხაზი ძმები დანარჩენი საქართველოს განვითარების თანაზიარი გახდნენ. “ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დღეს ყველამ უნიკალური წინადადება მოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი