iMtavroba

iBusiness

გურიის მხარე / ოზურგეთი

    ოზურგეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს

ოზურგეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს დღეს, ოზურგეთის დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ინიციატივით და ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების 2018 წლის სტრატეგიის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ მიაწოდა. აღინიშნა რომ სახელმწიფო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში კვლავაც ჩაერთვება და ამავე დროს მნიშნელოვანია მოსახლეობის...

    ოზურგეთში, დაბა ლაითურის მოსახლეობამ, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტა

ოზურგეთში, დაბა ლაითურის მოსახლეობამ, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტა

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურის პირველი რაონის მოსახლეობამ, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტა. ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათი მტკიცებით მძიმეწონიანი მანქანების ინტენსიური გადაადგილება ქუჩებს მნიშვნევლოვნად აზიანებს და ჰაერის დაბინძურებასაც იწვევს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ოსიკო თოთობაძის განცხადებით, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გზების დეპარტამენტმა 2017 წელს დაიწყო. გასულ წელს, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი სწორედ მაღალი გამავლობის, მძიმეწონიანი...

    ოზურგეთში,სოფელ შემოქმედში გვიან ღამით მინი მარკეტი ასაფეთქებელი ნივთიერებით დააზიანეს

ოზურგეთში,სოფელ შემოქმედში გვიან ღამით მინი მარკეტი ასაფეთქებელი ნივთიერებით დააზიანეს

სამი აფეთქების ხმა ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში. გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა დაკეტილი მინი მარკეტის შენობა ასაფეთქებელი ნივთიერებით დააზიანეს. მაღაზიის მეპატრონე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების დასკვანას დაელოდება. მისივე განმარტებით მაღაზიიდან უცნობ პირებს არაფერი წაუღიათ. ადგილობრივების თქმით წუხელ გვიან ღანით აფეთქების ხმა სამჯერ გაიგონეს. სახელმწიფო საკუთრების პირველ სართულზე განთავსებული რკინის გისოსებში ჩასმული მაღაზიის მხოლოდ მინებია ჩამსხვრეული. კარი ბოქლომით დაკეტილი დახვდათ დილით მისულ...

    6 თებერვალს გაზის მიწოდება აჭარისა და გურიის რეგიონის ნაწილს შეუწყდება

6 თებერვალს გაზის მიწოდება აჭარისა და გურიის რეგიონის ნაწილს შეუწყდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლად აშენებული მონაკვეთების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. შესრულდება მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირიდან დაახლოებით 50-80 მეტრის მოშორებით ახალ დერეფანში აშენებული: 23-ე კმ-ზე და 34-ე კმ-ზე 700 მ-მდე სიგრძის D 508 მმ-იანი ახალი გაზსადენების მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2018 წლის 6 თებერვალს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის...

    გურიის გუბერნიაში წყლის სისტემის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

გურიის გუბერნიაში წყლის სისტემის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, USAID – ის ჩართულობით, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებაზე აქტიურად მუშაობს. პირველ ეტაპზე ხორციელდება არსებული სისტემის შესწავლა. ამ მიზნით, გუბერნიებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს. გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დღეს წყლის ამერიკელ ექსპერტს ქეილ ქეისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული პრობლემები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე.  როგორც მერაბ ჭანუყვაძემ...

    მერაბ ჭანუყვაძე: უძველეს ტრადიციას, კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს

მერაბ ჭანუყვაძე: უძველეს ტრადიციას, კალანდას ვულოცავ გურიას და სრულიად საქართველოს

აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებია. „კალანდა 2018“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები, მხარისა და ადგილობრივი...

    გურიაში შშმ პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი დაფინანსდა

გურიაში შშმ პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი დაფინანსდა

სოციალური პროექტი ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შუამდგომლობით, გურიის გუბერნიის მხარდაჭერით და ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "LDS Charities" დახმარებით დაფინანსდა.  გურიაში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების“ პროექტი დასრულდა.  პროექტის დახურვის ღონისძიება „საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“ ცენტრში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე მიესალმა და რეგიონში გაწეული დახმარებისთვის პროექტში მონაწილეებს მადლობის ბარათი გადასცა. ასევე...

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს

საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია თანხა და ძვირფასეულობა, ასევე სახლის მეპატრონეს დაზიანებები აქვს მიღებული თავის არეში.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელფასები იზრდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელფასები იზრდება

საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი გასული წლის მსგავსად კვლავ 2650 ლარი იქნება,ხოლო მისი მოადგილის ხელფასი 100 ლარით იზრდება და 1800 ლარი ხდება. 100 ლარით ეზრდებათ ხელფასები მესამე რანგის უფროს სპეციალისტებს. რაც შეეხება საკრებულოს აპარატის უფროსს, მას 1000- ის ნაცვლად 1500 ლარი ექნება. „ საკრებულოს აპარატს 15 შტატიანი თანამშრომელი ეყოლება. ერთი იქნება აპარტის უფროსი, 2 განყოფილების უფროსი, 3 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და 9 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. საკრებულოს კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეების 1350-ის ნაცვლად 1500, საკრებულოს აპარატის...

    ოზურგეთს სიმღერისა და გალობის მუზეუმი ექნება

ოზურგეთს სიმღერისა და გალობის მუზეუმი ექნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა დაწყებულია.  ახალ მუზეუმში ყველა პირობა იქნება შექმნილი ძველი სიმღერების, ფონოგრამებისა და საგალობლების დაცვისთვის.  მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ახალ მუზეუმის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. აქ შესაძლებელი იქნება სიმღერების ჩაწერა და დაარქივება, მოხდება ძველი ხალხური საგალობლებისა დაარქივება...

    "არა ქალთა მიმართ ძალადობას!" - ოზურგეთში ძალადობის წინააღმდე აქცია გაიმართა

"არა ქალთა მიმართ ძალადობას!" - ოზურგეთში ძალადობის წინააღმდე აქცია გაიმართა

"არა ქალთა მიმართ ძალადობას!" - აქცია ოზურგეთში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა. აქციის ფარგლებში მომზადდა პლაკატები შემდეგი სლოგანებით “შენ გაქვს უფლებები“, “ნუ დავხუჭავთ თვალებს“, “კმარა ძალადობა“, “ნუ გეშინია“, “იმოქმედე“,“ყველა ადამიანი ერთმანეტის თანასწორია“, “ნუ მოკლავთ, სიტყვით აუხსენი, “ჩვენ შენს გვედრით ვართ“, “დარეკეთ 1481“,“შეჩერდი“ და მოეწყო მსვლელობა. აქციის პარალელურად, ოზურგეთში ლიტერატურულ კაფეში რვას+1 ახალგაზრდა პედაგოგთა...

    ოზურგეთის ნაწილს 13 დეკემბრის 11:00-დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

ოზურგეთის ნაწილს 13 დეკემბრის 11:00-დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

"კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" გაცნობებთ, რომ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 13 დეკემბრის დილის 11:00 საათიდან შუადღის 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ქალაქ ოზურგეთში მერაბ კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩების მაცხოვრებლებს შეუწყდებათ. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი