iMtavroba

iBusiness

იმერეთის მხარე / ქუთაისი

    ქუთაისში, ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობა ლურჯ ფერშია განათებული

ქუთაისში, ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობა ლურჯ ფერშია განათებული

ქუთაისში, ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობა ლურჯ ფერშია განათებული. ადმინისტრაციულ შენობაზე ლურჯი განათება დღეს საღამოს გამოჩნდა. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ შენობაზე ეკონათურები რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა მერიის შენობაზე ლურჯი განათება დღეს აინთო.

    ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 54 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო

ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 54 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო

ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 54 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო ეს არის პირველადი მონაცემები, რომელიც 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა ჟურნალისტებს გააცნო. ოსეფაიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35%-ზე მეტი მივიდა. „ეს მონაცემები 7%-ით მეტია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგთან დაკავშირებით. რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, გასულ წელს ხმა 68 000-მა ამომრჩეველმა მისცა,“ -ამბობს ავთანდილ...

    17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში 124 საარჩევნო უბანზე 43 493 ამომრჩეველი მივიდა

17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში 124 საარჩევნო უბანზე 43 493 ამომრჩეველი მივიდა

17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში 124 საარჩევნო უბანზე 43 493 ამომრჩეველი მივიდა. აღნიშნული რიცხვი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.51 პროცენტია. ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი 8 000-ით აღემატება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას და 12 000-ით ჩამორჩება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობას. რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის დარღვევებთან დაკავშირებით 9 საჩივარია შესული.

    ქუთაისის №120-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა

ქუთაისის №120-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე გადასატან ყუთში, ბიულეტინებზე არ იყო მითითებული ამომრჩევლის პირადი ნომრები, აღნიშნულის გამო ბიულეტინები ბათილად უნდა გამოცხადდეს. 120-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის გიორგი ფანჩულიძის თქმით, ადგილი ქონდა დაუდევრობას, რაც შეეხება ხმების ბათილად ცნობას, უბნის თავმჯდომარე მიიჩნევს რომ ხმების ბათილად ცნობა საჭირო არ არის.

    შოთა მურღულია: ხმა მივეცი დაწყებული პროექტების დასრულებას

შოთა მურღულია: ხმა მივეცი დაწყებული პროექტების დასრულებას

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკუთარი არჩევანი 48-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.  "ხმა მივეცი ქუთაისის განვითარებას, დაწყებული პროექტების დასრულებას. დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ხვალ იქნება უკეთესი, ვიდრე დღეს არის", -განაცხადა შოთა მურღულიამ

    15:00 საათის მონაცემებით ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 36 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო

15:00 საათის მონაცემებით ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 36 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო

15:00 საათის მონაცემებით ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 36 ათასმა ამიმრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლთა საერთო რაოდენობის 24 % ია.  64 ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 7 საჩივარი დაფიქსირდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით საჩივრები უმნიშვნელოა და კენჭისყრის პროცედურებს ეხება.

    ქუთაისის № 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საათისთვის მიღებული მონაცემები შეაჯამეს

ქუთაისის № 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საათისთვის მიღებული მონაცემები შეაჯამეს

ქუთაისის № 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში 12 საათისთვის მიღებული მონაცემები შეაჯამეს კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილოს განცხადებით ამ დროისთვის 20 807-მა ამორჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი რაც საერთო ამომრჩვლის 13,63 მეასედი პროცენტია. აღნიშნული მონაცემებით 2014 წელთან შედარებით, აქტივობა ამ დროის მონაცემებით 3000 ამომრჩევლით აჭარბებს. სულ საარჩენო კომისიაში 6 საჩივარია შესული, რომელსაც კომისია კანონით დადგენილი წესით განიხილავს.

    იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება

იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება

იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ საყულიისა და მაღლაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მაღლაკში 1630, ხოლო საყულიაში 5582 კომლი გაზიფიცირდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რამდენიმე ოჯახს პირადად ესტუმრა და გაზი საზეიმო ვითარებაში სიმბოლურად აანთო. ღონისძიებას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე...

    ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა

ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა

დღეს, ქუთაისის მერი შოთა მურღულია მერიის სხდომათა დარბაზში სტუდენტებს შეხვდა. 130-მა ქუთაისელმა სტუდენტმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა,- ამის შესახებ იფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.  შოთა მურღულიამ ახალგაზრდებს მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართველოში საზაფხულო დასაქმების პროგრამის ერთადერთი პარტნიორი გერმანიის დასაქმების სამინისტროს მონაცემებით ქუთაისის ქართულ- გერმანული ცენტრია, რომელსაც ნანა მეგრელიშვილი ხელმძღვანელობს. აღნიშნულ პროექტში...

    კობახიძე: თბილისისა და ქუთაისის პარლამენტის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება

კობახიძე: თბილისისა და ქუთაისის პარლამენტის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ქუთაისის სასახლის დაუყოვნებლივ რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ვითარება არასახარბიელოა. „ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია პარლამენტის ქუთაისის სასახლის შენობა, მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. წყალი ჩამოდის სამწუხაროდ შენობაში, შესაბამისად, საჭიროა დაუყოვნებლივ შენობის რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის, შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და...

    "ნაცმოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

"ნაცმოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, სტიქიასთან დაკავდირებით ბრიფინგი გამართა. გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისის მასშტაბით სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე ისაუბრა და განმარტა, რომ მოქალაქეების მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დახმარების მიზნით ბევრი ზარი შევიდა, ადგილზე მისულებს კი მხოლოდ საპატრულო პოლიცია ხვდებოდათ.   ვაშაძე, ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს დაფიქრდნენ, თუ რა იწვევს გაწვიმების დროს ქალაქის დატბორვას და რა გზით შეიძლება პრობლემის მოგვარება, ვინაიდან მისივე...

    ქუთაისის მერი: ერთ ღამეში იმდენი ნალექი მოვიდა, რაც ერთი თვეში შეიძლება მოსულიყო

ქუთაისის მერი: ერთ ღამეში იმდენი ნალექი მოვიდა, რაც ერთი თვეში შეიძლება მოსულიყო

"12 საათში, ნალექის ის რაოდენობა მოვიდა, რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო"- ამის შესახებ ჟირნალისტებთან ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა. მურღულიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიიღეს. "მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. ყველა შესაბამისი სტრუქტურა...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი