iMtavroba

iBusiness

კახეთის მხარე / თელავი

    თელავში,თბილისის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თელავში,თბილისის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მეზობელმა აღმოაჩინა. ოჯახის ახლობლების თქმით, 40 წლის ბორის ასაბაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.  ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

    თელავში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თელავში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში. შემთხვევა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავარიის დროს დაშავებული მძღოლის მდგომარეობა ამ დროსითვის მძიმეა, თუმცა მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

    XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება. მუზეუმი, ტაძრის შესასვლელის მარჯვნივ, XVI საუკუნის დროიდენდილი საეპისკოპოსო სასახლის ადგილას განთავსდება. ამ მიზნით, ყოფილი სასახლის კედელებისა და ქონგურების ფრაგმენტების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. იგეგმება ასევე შენობის კრამიტით გადახურვა და შიდა სამუშაოები. სიძველის მუზეუმში 2005 წლიდან დღემდე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფექტები განთავსდება, ამავე სივრცეში დაგეგმილია ხატების სარესტავრაციო...

    ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მოხდა

კახეთში 5000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წლით უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება. რეაბილიტაცია უტარდება სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი). გათვალისწინებულია საექსპლუატაციო გზის მოწყობა.  „საქართველოს...

    კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეეზღუდება

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 დეკემბერს აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. ყვარლის მუნიციპალიტეტი: 10:30-დან 17:00 საათამდე სოფლები: გავაზი, ზინობიანი, ჩანთლისყურე, ოქტომბერი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი: 10:00-დან 18:00 საათამდე სოფლები: მანავი, თოხლიაური. 11:40-დან 12:20 საათამდე ქალაქ საგარეჯოს ნაწილი. სიღნაღის მუნიციპალიტეტი: 11:00-დან 13:30 საათამდე სოფლები: ძველი ანაგა, ხირსა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: 10:00-დან 17:00 საათამდე სოფლები: თამარიანი, ჭიაური, სვიდება. თელავის...

    თელავის მერი საკადრო ცვლილებებს გეგმავს

თელავის მერი საკადრო ცვლილებებს გეგმავს

თელავის ახლადარჩეული მერი საკუთარ გუნდს საზოგადოებას კვირის ბოლოს წარუდგენს. სააგენტო ,,აიპრესთან,, საუბრისას შოთა ნარეკლიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მერის მოადგილეობის კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს. ახლად არჩეული მერი საკადრო ცვლილებებსაც აანონსებს. ,,ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ კანდიდატებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ასევე იქნება საკადრო ცვლილებები, მუშაობას გააგრძელებენ ძველი კომპეტენტური თანამშრომლებიც, თუმცა იქნებიან ახალი სახეებიც.,,- განაცხადა ნარეკლიშვილმა. ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში შოთა...

    ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

ლოპოტას ტბის კომპლექსში რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს

კახეთში, ლოპოტას ტბის კომპლექსში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით რეგიონის მასშტაბით მოქმედი ადვოკატებისთვის სემინარი მიმდინარეობს. სემინარი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას. კახეთში მოღვაწე ადვოკატებს საკუთარ გამოცდილებას ამერიკელი კოლეგები და ექსპერტები უზიარებენ. ,,ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჯორჯიის შტატის დელეგაცია, ექსტრა კლასის ადვოკატები, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში მოღვაწეობის საკუთარ გამოცდილებას კახელ კოლეგებს უზიარებენ. მოგეხსენებათ...

    თელავის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეს ოფიციალურად შეუდგა

თელავის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეს ოფიციალურად შეუდგა

თელავის ახლადარჩეული მერი, შოთა ნარეკლიშვილი ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა. შოთა ნარეკლიშვილი დაიბადა 1979 წლის 19 მარტს; 1997 - 2001 წლებში მუშაობდა ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასუს ლინკსი” პროექტის კოორდინატორად; 2002 - 2003 წლებში იყო “თიბისი ბანკში” ლომბარდის მენეჯერი; 2003 - 2004 წლებში მუშაობდა საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის უსაფრთხოების სამსახურში; 2004-2005 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენელი კახეთში; 2008 – 2009 წლებში მუშაობდა “სახალხო ბანკის” კახეთის რეგიონალურ...

    თელავის საკრებულოში თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 35 დეპუტატი იქნება

თელავის საკრებულოში თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 35 დეპუტატი იქნება

პროპორციული სიით ''ქართულ ოცნებას'' წარმოადგენს- 9 დეპუტატი, ''ევროპულ საქართველოს''-1, ''ნაციონალურ მოძრაობას''- 4 და ასევე 1 დეპუტატი ეყოლება ''პატრიოტთა ალიანსს''. ''ქართული ოცნებიდან'' მანდატები მოიპოვეს -ლევან ლილუაშვილმა, ნანა ხვისტანმა, ალექსანდრე შათირიშვილმა, ლევან ოთიურიძემ, ლევან კოჭლოშვილმა, მაია მარკოზაშვილმა, ტიტე დარეჯანიშვილმა და დავით ღაღანიძემ. ''ევროპული საქართველოდან'' საკრებულოს დეპუტატი გახდა- ლელა მენთეშაშვილი; ''ნაციონალური მოძრაობიდან''- ალექსი ძულიაშვილი, ზაქარია გრიშიკაშვილი, ბაადურ რევაზიშვილი...

    7 ნოემბერს თელავში "ერეკლეობის" დღესასწაული გაიმართება

7 ნოემბერს თელავში "ერეკლეობის" დღესასწაული გაიმართება

7 ნოემბერს თელავში ტრადიციულად, ერეკლეობის დღესასწაული გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები ქალაქში დილიდან დაიწყება. დილის 11:00 საათზე ერეკლე მეორის სასახლის კარის ეკლესიაში მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება, მოეწყობა ეროვნულ სამოსში კოსტუმირებული სანახაობა, გამოიფინება თელაველ მხატვართა ნამუშევრები, გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები. ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იქნება ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვის პავილიონები. ღონისძიებებს კი გალა-კონცერტი დაასრულებს,სადაც წლის საპატიო თელაველებს დაასახელებენ.

    თელავში 26 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვნეს

თელავში 26 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვნეს

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დილით ოჯახის წევრებმა ნახეს და პოლიციას შეატყობინეს. რა გახდა გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    სოფელ ბაკურციხეში მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს

სოფელ ბაკურციხეში მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით მართლმადიდებლური ეკლესიის ნანგრევებს მიაკვლიეს. ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ვარაუდით, ტაძარი შუა საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული. „უნდა მივმართოთ ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა ჩამოვიდნენ სპეციალისტები და დეტალური გამოკვლევა მოხდეს, შემდეგ კი აღდგენა პირვანდელი სახით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და რიყის ქვითაა ნაშენი. ვისი სახელობისაა არ ვიცით. მნიშვნელოვანია იმით, რომ მეცნიერებისთვის სრულიად უცნობი ძეგლია. ჩემი...

აფხაზეთი
ბათუმი
ოზურგეთი
ქუთაისი
თელავი
მცხეთა
ამბროლაური
ზუგდიდი
ფოთი
ახალციხე
რუსთავი
გორი