- Advertisement -

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩის და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი 821 მ. სიგრძის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს გოთუას ქუჩაზე 300 მ. სიგრძის გზის მშენებლობა.

სამუშაოები, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება 1 004 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან, ოზურგეთის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან და მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

Comments
Loading...