- Advertisement -

ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა საჭიროებების მქონე ოჯახებს პროდუქტები შეუძინეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, იმ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, პირადი სახსრებით საკვები პროდუქტები შეუძინეს.

ქალაქსა და სოფლებში 70 ოჯახს, სასურსათო ამანათები, პირადად მიუტანეს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

„დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით შევძელით დახმარება გაგვეწია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც, დღეს, ეს განსაკუთრებით ესაჭიროებათ. უმრავლესობის წევრები, მმართველი გუნდის ინიციატივასაც ვუერთდებით, ხელფასის მესამედს კორონავირუსის საწინააღმდეგო ფონდში გადავრიცხავთ. ‘’- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.

საკრებულო სოლიდარობის აქციებს, მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად სამომავლოდაც გააგრელებს.

Comments
Loading...