- Advertisement -

ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და საჯარო სკოლების მშენებლობა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 7 022 440 ლარს შეადგენს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლები შენდება. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილზე გაეცნო.

Comments
Loading...