- Advertisement -

ფოთელ მეხანძრეს კორონავირუსი არც მეორე ტესტით დაუდგინდა, ის კლინიკისან გამოწერეს

ფოთელი მეხანძრე რუხის ინფექციური კლინიკიდან გამოწერეს. მას ორჯერ ჩაუტარდა კოვიდ 19- ზე პისიარ კვლევა და პასუხი უარყოფითი დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მეხანძრე და მასთან კონტაქტირებული პირები, პროტოკოლის მიხედვით თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათივე განცხადებით, თვითიზილაციაზე აყვანილ იქნა კიდევ 6 ადამიანი, რომლებსაც ქობულეთში ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. მათ პისიარ კვლევით ვირუსი არ დაუდგინდათ.

„ თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობას დაემატა 6 ადამიანი, რომლებსაც კონტაქტი ქონდათ ქობულეთში ინფიცირებულთან. მათი პირველადი გამოკვლევის პასუხი უარყოფითია. ასევე თვითიზოლაციაზე ავიყვანეთ მეხანძრე, რომელიც მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საერთოდ, ფოთიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშების პასუხი ყველა უარყოფითია“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექრტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთელი მეხანძრე, რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-ის დიაგნოზით, რუხის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. მას ვირუსი პისიარ კვლევით დაუდგინდა. როგორც ექიმები აცხადებდნენ, პაციენტს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მასთან კონტაქტირებულ პირებს კოვიდ-19 არ დაუდგინდათ. განმეორებითი გამოკვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მეხანძრეს კორონავირუსი არა აქვს.

Comments
Loading...