- Advertisement -

ფოთის ჰოსპიტალში, რესპირატორული სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული

ისინი, ფოთიდან ოზურგეთიდან და წაღვერიდან არიან. აქედან ოთხის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გაიგზავნა, ერთი კი ხვალ დაიტესტება.

“ჩვენს კლინიკაში იმყოფება ხუთი პაციენტი. 40 წლისა და 68 წლის მამაკაცები ფოთიდან, 27 წლის გოგო ოზურგეთიდან, 47 წლის მამაკაცი წაღვერიდან და 17 წლის ბიჭი ფოთიდან. ოთხი მათგანის ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ლაბორატორიაში ,,პისეარ” კვლევისათბის, ერთი კი ხვალ დილით გაიტესტება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.”-განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

Comments
Loading...