- Advertisement -

ფოთში, კორონავირუსი 24 წლის ბიჭს დაუდგინდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მას თბილისში ვირუსით ინფიცირებულ პირთან ქონდა კონტაქტი. პაციენტი ქობულეთის ცხელების კლინიკაშია მოთავსებული. მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა.

„კორონავირუსი დაუდასტურდა 24 წლის ბიჭს, რომელიც იყო თბილისში და კონტაქტი ქონდა კოვიდინფიცირებულთან.კლინიკური გამოვლინება ძალიან სუსტი სიმპტომატიკით აქვს, მშრალი ხველა და ყელის ტკივილი. თვითონ მიმართა გამოსაკვლევად ლაბორატორიას. კონტაქტების გამოკვლევა დავიწყეთ, ჯერჯერობით სრულად არ არის მოკვლეული მაგრამ თითქიმ 80% , ანუ დაახლოებით 25 ადამიანი გამოვიკვლიეთ, მათი პასუხები ხვალ დილით გვეცოდინება“ -განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ

Comments
Loading...