- Advertisement -

პირველი ივნისიდან ფოთის ჰოსპიტალს ცხელების კლინიკის სტატუსი მოეხსნა

ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განმარტებით, ქვეყანაში პოზიტიური ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, დღეიდან საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

თუმცა, კლინიკაში ცხელების ზონებია გამოყოფილი, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს მიიღებენ.

ცხელების კლინიკაში, სხვადასხვა ლოკაციიდან სულ 250 პაციენტი მიიღეს და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
,,1 აპრილიდან ფოთის ჰოსპიტალი ოპერირებდა როგორც “ცხელების ცენტრი“, ხოლო 17 აპრილიდან ოპერირებდა როგორც “ცხელების კლინიკა“ და კლინიკაში ხდებოდა მხოლოდ სავარაუდო , საეჭვო პაციენტების მიღება.მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხნის განმავლობაში ფოთის რეფერალურმა ჰოსპიტალმა მიიღო 250 სავარაუდო, ან საეჭვო შემთხვევა. ხდებოდა ამ პაციენტების მოთავსება საიზოალციო სივრცეეში, ბოქსებში და პასუხების შესაბამისად შემდეგ რეფერირება შესაბამისი პროფილის კლინიკებში. ქვეყანაში პოზიტიურ -ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე , საბედნიეროდ ჩაითვალა, რომ პირველი ივნისიდან არ არის საჭიროება „ცხელების კლინიკის“ ფარგლებში ჩვენი ოპერირების. ამიტომ დღეიდან უკვე ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების წესები არ იქნება დაცული. კლინიკაში კვლავ გვაქვს ცხელების ზონები გამოყოფილი და საეჭვო, ან სავარაუდო პაციენტების მიღება მოხდება იქ . ეს ზონები რა თქმა უნდა მკვეთრად არის გამიჯნული კლინიკაში არსებული სხვა ფიდელებისაგან, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების პრევენციას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში მოსული ნებისმიერი პაციენტი და თანმხლები პირის სკრინინგი მოხდება , რაც ასევე უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი საჭიროებაა. დღეიდან და მანამდეც კლინიკაში დაცულია უსაფრთხოების წესები.თუ კი ქვეყანაში შეიქმნება ისეთი სიტუაცია კვლავ იქნება ჩვენი საჭიროება , ამ ძალებით ჩართვა ფოთის ჰოსპიტალი მზად არის, რომ კვლავ მიიღოს ეს გამოწვევა და მოემსახუროს რეგიონს და ქალაქს,“- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

Comments
Loading...