- Advertisement -

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო Covid19-გან გამოჯანმრთელებულმა 44-ე პაციენტმა დატოვა

როგორც “აიპრესს” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს შუახნის მამაკაცს ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ დაუფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსისგან სრულად განიკურნა.

ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთი საშუალო სიმძიმისაა. ერთი პაციენტი კვლავ მძიმედ რჩება, ვინაიდან აქვს თანმხლები დაავადებები.

Comments
Loading...