- Advertisement -

ქუთაისის მერი: ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია მოსახლეობის შიშის საფუძველი არ აქვს

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში არსებული ის საწყობები მოინახულა, სადაც სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტებია დასაწყობებული.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისში საკვები პროდუქტის და სხვა პროდუქციის მარაგი სავსებით საკმარისია.

„პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ სხვადასხვა შიშები, მათ შორის საკვების მარაგის ამოწურვის შიში. ჩვენ რამდენიმე დიდი საწყობი ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ ქალაქში საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგია. ხოლო, მარაგის ამოწურვის შემდეგ, მოხდება მათი ხელახალი შევსება“ – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ქალაქში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელებში და ცალკეეულ მარკეტებში დღემდე არ შეინიშნება დეფიციტი და შესაბამისად, მოქალაქეებს ჩვეული წესით შეუძლიათ ყველაფრის შეძენა.

Comments
Loading...