- Advertisement -

ქუთაისში კლინიკა “ბომონდის” ცხელების ცენტრში Covid19-ზე ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

პაციენტებიდან სამი აფხაზეთიდანაა, მათ შორის ერთი 34 კვირის ორსული ქალბატონია, რომელიც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო, ექიმთან ვიზიტს ვერ ახერხებდა.

კვლევაზე მყოფმა სხვა პაციენტებმა კი ცხელების ცენტრს საკუთარი სურვილით, ტემპერატურული რეაქციით მიმართეს. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის ისტორია არც ერთ მათგანს არ აქვს.

საეჭვო პაციენტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

Comments
Loading...