- Advertisement -

ქუთაისში თვითმმართველობის შენობის წინ სპეციალური კარავი განთავსდა

კარავ წუხელ დაიდგა. დილიდან კი მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ.

„ის რაოდენობა, რაც დაფიქსირდა, უპრეცედენტოა ქუთაისთვის, მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ და მაშინვე ვიღებთ შესაბამის ზომებს. ქუთაისის ცენტრში კარვის დადგმაა, სადაც ნებისმიერ მსურველს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც აქვს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია რისკის ზონებად მიჩნეულ ადგილებში, შეუძლიათ მოვიდნენ და ტესტირება ჩაიტარონ უფასოდ.
სიტუაცია საგანგაშო ნამდვილად არ არის, ჩვენ ვემზადებოდით ასეთი სცენარისთვის და შესაბამისად ვრეაგირებთ ყველა შემთხვევაზე იმის მიხედვით, რა რისკის ფაქტორს შეიცავს”, – აცხადებს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.
Comments
Loading...