- Advertisement -

რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ თელავის აგრარული ბაზარი დღეს ისევ გაიხსნა

ბაზრის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს თერმოსკრინიგი უტარდებათ, მოვაჭრეებს კი პირბადეები და ხელთათმანები უკეთიათ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ბაზარში არსებული მდგომარეობა მკაცრად კონტროლდება.

,,გუშინ საღამოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შევამოწმეთ თელავის აგრარული ბაზარი. ყველა ის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არსებობდა,ამ ეტაპზე შესრულებულია. გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღეთ და დღეს დილის ცხრა საათიდან გაიხსნა ბაზარი.
თუმცა არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ბაზრის ფუნქციონირების პარალელურად შესაძლებელია.ასევდ დაწესებულია მკაცრი რეგულაციები, მიმდინარეობს თერმო სკრინინგი, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ხელის დამუშავება, რიგის რეგულაცია, აუცილებელია პირბადით გადაადგილება. ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ. ,, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

ცნობისათვის, თელავის აგრარული ბაზარი 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა გახსნიდან რამდენიმე საათში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმიბკატრაცია წესების დარღვევის გამო 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

Comments
Loading...