- Advertisement -

რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში Covid 19-ის დიაგნოზით 5 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 გამოჯანმრთელდა

რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში Covid 19-ის დიაგნოზით 5 პაციენტი მკურნალობს და აქედან 2 გამოჯანმრთელებულია და სავარაუდოდ დღეს გაეწერებიან. ამის შესახებ რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ განაცხადა.

„ბოლოს მიღებული ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. მამაკაცთან დაფიქისრებული არის ორმხრივი პნევმონია, დანარჩენ სხვა გართულებებს ამ ეტაპზე, ადგილი არ აქვს. მათი მკურნალობა გრძელდება პროტოკოლის მიხედვით. რაც შეეხება დანარჩენ დადასტურებულ შემთხვევებს, ჯამში ჩვენ გვყავს ხუთი პაციენტი აქედან ორი უკვე გამოჯანმრთელდა და ვგეგმავთ დღის განმავლობაში მათ გაწერას. ცხელებით შემოსულ პაციენტებს რაც შეეხება, კვლავ 4 პაციენტი გადის ჩვენთან მკურნალობას, რომელთა პისიარ კვლევა დაგეგმილია დღეს და დღის ბოლოს უკვე გადაწყდება მათი მკურნალობის გაგრძეკებისა და ბინაზე გაწერის საკითხი. ყოვედღიურ რეჟიმში, ცხელებით შემოსული პაციენტის ტესტირება ხდება სწრაფ ტესტირებას კი ვუტარებთ ტრაილერის მძღოლებს“, – ამბობს ჯანაშია.

Comments
Loading...