- Advertisement -

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებული კოვიდინფიცირებული ქალის მდგომარეობა სტაბილურაია

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებული კოვიდინფიცირებული ქალის მდგომარეობა სტაბილურაია – ამის შესახებ ჟურნალისტებს, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა.

პაციენტი, რომელიც კლინიკაში 6 მაისს შემოიყვანეს სათანადო მკურნალობის კურსს ბოქსირებულ განყოფილებაში გადის.

ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში ჯამში, 6 ადამიანი გადის მკურნალობას, აქედან ორ პირს დღეს ჩაუტარდებათ განმეორებითი ლაბორატორიული გამოკვლევა. აღნიშნული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პარალელურად მიმდინარეობს მედ პერსონალის ტესტირებაც.

Comments
Loading...